ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალ შანსს სთავაზობს.
მოსახლეობის სავაჭრო ურთიერთობების წასახალისებლად საგრანტო პროგრამა დაიწყო. საუბარია საოკუპაციო ზოლს აქეთ და იქით მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ერთობლივ ბიზნესსაქმიანობაზე, რასაც მთავრობა დააფინანსებს.
აუცილებელი პირობაა, რომ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდეს.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, განაცხადი ონლაინ-რეჟიმში, სპეციალურ ვებგვერდზე ქართულ და აფხაზურ ენებზე შეავსონ.