„აწარმოე საქართველოს“ ახალი პროგრამა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთ ახალ პროგრამას იწყებს – ამჯერად საუბარია განახლებადი ენერგიის სექტორზე.

უფრო კონკრეტულად მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სააგენტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სთავაზობს ყველა იმ კომპანიას, რომლის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრეც ნახევარ მეგავატს არ აღემატება. მიზანი მწვანე და განახლებადი ენერგიის სექტორის წახალისება და ქვეყანაში ელექტრო ენერგიის წარმოების გაზრდაა.