„ავთოსთვის“ – ასე ჰქვია გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ავთო კიკნაველიძის მხარდასაჭერად გაიმართა. 17 წლის ავთო კიკნაველიძე თვენახევრის წინ ავტოავარიაში მეგობრებთან ერთად მოყვა, რის შედეგადაც ზურგის ტვინი და კიდურები დაუზიანდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმკურნალებს.
მკურნალობა კი ძვირადღირებულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ მიზნით, ავთო კიკნაველიძის კლასელებმა და მეგობრებმა საქველმოქმედო გამოფენას გამართეს.
ექსპოზიციის ორგანიზატორები მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავენ.
დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ საბანკო რეკვიზიტებს:
საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე. Tel: 597110220 ლელა.