ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, შოთა აფხაზავას გადადგომის მოთხოვნით საავტომობილო სპორტის მმართველი ორგანიზაციის შენობასთან აქცია გაიმართა. ისმოდა სხვა მოთხოვნებიც, რომელთა ნაწილი ავტოსპორტის ფედერაციამ უკვე დააკმაყოფილა.
გადაწყდა, რომ 25 დეკემბერს ე.წ. საშუამავლო ყრილობა გაიმართება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი განიხილება.
აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამგეობამ კლუბების ფედერაციის წევრებად მიღების პროცესი დაიწყო. ასევე გაირკვა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს პროფესიონალი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძეც, რომელიც დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ.