ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა - პროექტის პრეზენტაცია
ავტოსაგზაო შემთხვევები, 2018 წლის სტატისტიკა და 2019 წლის სამოქმედო გეგმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რიგ ღონისძიებებსა და კონტროლის დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას ითვალისწინებს.
სამინისტრომ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა იმ სტატისტიკაზე, რომელიც ეხება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილებს და დაზიანებულებს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.