ავარიების საგანგაშო სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ მესამე სექტორი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. გეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ადგილების განსაზღვრას გულისხმობს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება. ცალკე გამოწვევაა ის ტერიტორიები, სადაც სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, მოქალაქეები ერთმანეთს სწრაფ მოძრაობაში ეჯიბრებიან. ქუთაისში მომხდარი გუშინდელი შემთხვევის შემდეგ პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ყველაზე სარისკო ლოკაციებზე კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვა და ვიდეო-ჯარიმების ქულათა სისტემასთან მიბმა არასამთავრობო სექტორის მთავარი მოთხოვნებია.