ავსტრიის მთავრობა თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ტერორისტის პოტენციური დამხმარის ქვეყანაში შემოშვებაზე უარი უსაფრთხოების გამო თქვეს. მისივე ცნობით, არსებობდა დიდი რისკი, რომ განხორციელდებოდა მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მცდელობა ან თავდასხმა, რაც შესაძლოა, მსხვერპლით დასრულებულიყო.
გამოცემა, სადაც მთავრობის განცხადება არის გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტების ლიდერის აჰმედ ჩატაევის სავარაუდო დამხმარე იყო.