„ავიცრათ ერთმანეთისთვის“- ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ. იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ. აცრის პროცესს საუნივერსიტეტო კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრო. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდება.