დღეს შესრულდება რეისი ქუთაისის აეროპორტიდან აქტაუს მიმართულებით. მგზავრებს შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები, ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ ყაზახეთში გამგზავრებას. ყაზახური ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ პირველ რიგში მოემსახურებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.