კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა. კომპანია აცხდებს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს და ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.
მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში კვირაში ორ რეისამდე შემცირდება.
ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.