ყაზბეგში მომხდარ ტრაგედიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია პილოტი, გიდი და დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი.
რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური ინსპექტირება ვერტმფრენმა 22 მაისს გაიარა. ის ბაზიდან სასტუმროში მიფრინავდა. ვერტმფრენი დაუსახლებელ, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.