დახმარება ჯუთას მოსახლეობას

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სოფელ ჯუთას მცხოვრებლებს სურსათი ჩაუტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზები დაათვალიერეს. ჯუთასთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი ათი ოჯახი დენს გენერატორებით იღებს. დაზიანებული გადამცემის აღდგენამდე მუნიციპალიტეტი ჯუთაში მყოფ 10 ოჯახს საწვავით მოამარაგებს.

დატოვე კომენტარი