შემთხვევა გუდაურში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება და მათ პირდაპირ ჩართვას გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ.