ავიაკატასტროფა ნეპალში

ნეპალში ავიაკატასტროფას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ცენტრალურ ნეპალში, აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. „იეთი ეარლაინსის“ თვითმფრინავი კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აეროპორტიდან კილომეტრ ნახევარში, დაჯდომისას განიცადა. ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის ადგილზე ნეპალელი სამხედროები გაგზავნეს. ნეპალის პრემიერ-მინისტრმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, სამაშველო ოპერაციებზე იმუშაონ.