შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტსმა“ 10 წლის იუბილე აღნიშნა.
კომპანიის დამფუძნებელმა 10-წლიანი ღვაწლისთვის თანამშრომლები დააჯილდოვა. კომპანიას პროდუქცია გააქვს ევროპის და ამერიკის ბაზარზე და განიხილავს პროდუქტის ამიერკავკასიისთვის შეთავაზებასაც. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი, ქართველი და უცხოელი პარტნიორები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.