ქალაქ ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 2-სართულიანი სახლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი სახლები ამორტიზებულია და პრობლემა შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ პრობლემების შესახებ საქმის კურსში არიან.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას სიუჟეტი.