გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ, კინოს სპეციალისტებმა მიხეილ კალატოზიშვილის მიფრინავენ წეროები ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად დაასახელეს. ის იყო საბჭოთა რეჟისორი, რომლის ფილმმა კანის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო ოქროს პალმის რტო მოიპოვა.
მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ამ ლეგენდარული ნამუშევრის ეკრანებზე გამოსვლიდან 60 წელი გავიდა. მიხეილ კალატოზიშვილის ფილმებით რეჟისურას დღემდე ასწავლიან მსოფლიოს წამყვან სახელოვნებო უნივერსიტეტებში.
რეჟისორის კინოენისა და გამორჩეული ფილმების შესახებ გვანცა გიორგაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი.