#დოსიე „ლას ჰურდეს. უპურო მიწა“ და „ჯიმ შვანთე. მარილი სვანეთს“

თავისი სკანდალური დებიუტის, „ანდალუზიელი ძაღლისა“ და „ოქროს ხანის“ შემდეგ, დიდი სურეალისტი კინორეჟისორი, ლუის ბუნუელი იღებს თავის ერთადერთ დიკუმენტურ ფილმს ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთის ყველაზე ღატაკი რეგიონის, ლას ჰურდესის შესახებ.

ეს სოციალური თემატიკის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმია ევროპაში, თუმცა არა საბჭოთა კავშირში.

სამი წლით ადრე, საბჭოთა საქართველოში, ჯერ კიდევ ავანგარდისტ მიხეილ კალატოზიშვილს უკვე გადაღებული აქვს თავისი „ჯიმ შვანთე. მარილი სვანეთს“.

სიღარიბე, ავადმყოფობა, სოციალური სიდუხჭირე. ადამიანური ტრაგედიის უნივერსალურობა…

ორი დიდი ხელოვანის ორი შედევრი, ბუნუელის „ლას ჰურდეს. უპურო მიწა“ და მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე. მარილი სვანეთს“  პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

დოსიე

  

 

 

დატოვე კომენტარი