„გოსფილმოფონდიდან“ 17 ფილმი ქართულ კინომემკვიდრეობას დაუბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავგოსფილმოფონდიდან“ ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება.

ცოტა ხნის წინ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში 17 ქართული ფილმი ჩამოიტანა. მათ შორის არის სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარია.

17 ფილმს შორის არის თენგიზ აბულაძის „მონანიება“, რომლის ჩვენებას ორი წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი ერთ-ერთ სექციაში, თუმცა, საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ მოხერხდა.