"აუტომობილეს სიტროენ SA" უარყოფს კავშირს კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან
“აუტომობილეს სიტროენ SA” უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანია “სიტროენ ჯორჯია” ვერ იქნება დაკავშირებული “სიტროენის” ბრენდთან, რადგან “აუტომობილეს სიტროენ SA”-ს და აღნიშნულ იურიდიულ პირს შორის არ ყოფილა და არ არის სამართლებრივი ურთიერთობა.
აღნიშნული იურიდიული პირი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური წარმომადგენელი, ავტორიზებული იმპორტიორი და მიმწოდებელი. “აუტომობილეს სიტროენ SA” უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია “სიტროენ ჯორჯია” გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.