აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდები თერაპიულ სერვისებს ვერ იღებენ.
მშობლები შესაბამისი კურსისთვის საჭირო ფართს მესამე თვეა, ელოდებიან. წლების განმავლობაში ტერიტორია ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში იყო გამოყოფილი. თუმცა, ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ავარიულობის გამო შენობა დაატოვებინეს. აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თერაპიული კურსის დროულად გავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლებმა ახალი სივრცის გამოყოფის თხოვნით არაერთ უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამ დროისთვის მოლაპარაკებები კლინიკა „ევექსთან“ მიმდინარეობს.