აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე

უკვე მერვე წელია, საქართველო აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას უერთდება.

თარიღი დღეს იმ სკოლებში აღნიშნეს, სადაც 2013 წლიდან სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ინკლუზიური განათლებაა დანერგილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს საშუალოდ 10 %-ით იზრდება.

სტატისტიკა მზარდია საქართველოშიც. დღევანდელ ღონისძიებებზე მშობლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ის სერვისები, რომლებიც დიაგნოზის დასმის შემდეგ ბავშვის სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.