აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

18:29, 01.04.2018

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და „მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის მოთამაშეები, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, აუტისტური სპექტრის მოზარდებს პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტკომპლექსში ესტუმრნენ.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრის ადვოკატირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა, პარასპორტის განვითარების ცენტრის და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, პირველად საქართველოში საკალათბურთო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

მსგავსი