აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამ მიზნით სახელმწიფო, „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ გადასცემს, სადაც სკოლა და ცენტრი აშენდება, მშენებლობისა და ფუნქციონირების ხარჯებს ფონდი კერძო შემოწირულობებიდან დაფარავს.
ცენტრი 230 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი და ისინი სპეციალური პროგრამებით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.