ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ

კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გაუჩინარებულია წყალქვეშა ნავი, რომელიც 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად სანაპიროდან კვირას დაიძრა.

ხომალდზე ეკიპაჟის ორი წევრი და სამი ტურისტი იმყოფება. ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან მალევე გაწყდა. ყოველი საათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხომალდზე მყოფებს მხოლოდ ოთხი დღის სამყოფი ჟანგბადის მარაგი აქვთ.

ჩაძირული „ტიტანიკი“ ოკეანეში თითქმის 4 000 მეტრის სიღრმეშია.