საქართველოს მასშტაბით კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში მომსახურება ძალადობის 600-მდე მსხვერპლს გაეწია,- ასეთია ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ერთწლიანი ანგარიში, რომელიც დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.
ძალადობა განცდილი ადამიანების გასაძლიერებლად იგეგმება კრიზისული ცენტრების რაოდენობის გაზრდა.
საქართველოს მასშტაბით სულ ოთხი კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი იმუშავებს. გარდა ამისა, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულია 16-დღიანი კამპანია, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება USAID-ის „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.