ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოში 2013 -2019 წლამდე განათლების სექტორში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში მიღწეული შედეგები და შეფასებები გააცნეს. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის გრანტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას ემსახურება.