პოლიტიკურ სპექტრში აქტიური შეფასებების თემაა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობა.
საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა რაც შტატებმა საქართველოს 60 მოქალაქეს სამოგზაურო შეზღუდვა, 4 მოქალაქეს კი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, ფინანსური სანქცია დაუწესა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ამ ნაბიჯით შეერთებული შტატები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს.