აშშ-ის პრეზიდენტი მთავრობის მუშაობის შეჩერებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მექსიკის საზღვართან მიმდინარე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარს იტყვის.
„მე შევაჩერებ მთავრობის მუშაობას, თუ დემოკრატები საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც კედელსაც მოიცავს, კენჭისყრაზე ხმას არ მოგვცემენ”,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპის თქმით, ამერიკას ღირსეული ადამიანი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა სექტემბერში იწურება. თუ პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ფედერალური მთავრობები ფინანსების არარსებობის გამო, მუშაობას შეწყვეტენ.