ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ მოსამართლეებს სანქციებს უწესებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეფასებების მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებას ისტორიულ და უპრეცედენტო გადაწყვეტილებას უწოდებს და თვლიან, რომ ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა. ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა და დააანონსეს, რომ ორშაბათს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევით თხოვნით მიმართავენ, მთავარი საკითხი კი, რაც ოპოზიციის თქმით, სხდომაზე უნდა განიხილონ, საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომლის მთავარი მიზანიც, სასამართლო სისტემაში შესაძლო კლანური მმართველობისა და კორუფციის გამოძიება უნდა იყოს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე, ამიტომ ვითარების გასარკვევად პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნებათ.