შეერთებული შტატების სანქციები ქართველ მოსამართლეებს

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ მოსამართლეებს სანქციებს უწესებს. გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხელ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, ირაკლი შენგელიამ და ვალერიან ცერცვაძემ ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობას და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. სანქცირებული მოსამართლეების გვარები საქართველოში ამერიკის შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის საელჩომ კელი დეგნანის განცხადებაც გაავრცელა.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ენტონი ბლინკენმაც.