„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელი აფასებს. რობერტ გილქრისტის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს.