მმართველი პარტიისათვის მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის – ასე ხსნიან ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფიდან სამართლიანი არჩევნების გამოთიშვასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროსტრუქტურების პირობების შესარულებისას მესამე სექტორის მაქსიმალური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ინკლუზიური მუშაობის შესახებ, უმრავლესობა არასამთავრობოებს კარს უხურავს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესში პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობოები ვერ ჩაერთვებიან.