რა პოზიცია აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს. ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძემ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. „ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. ექვსი წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე. შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება, აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას“ – წერს ცერცვაძე. მისი თქმით, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული სანქცირების გადაწყვეტილება. ლევან მურუსიძემ კი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე სატელეფონო კომენტარი გააკეთა.