პოპულარული ფოლკლორული ფესტივალი რეგიონების შემდეგ დედაქალაქში ინაცვლებს.
„არტგენის“ ფარგლებში, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ცნობილი შემსრულებლების და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართება. წელს პირველად ერთი დღე მთლიანად პირველი არხის მუსიკალურ პროექტ „აკუსტიკას“ დაეთმობა, რომელიც ფესტივალის თბილისის ტურს გახსნის.