ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მასში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ოქსფორდის, ედინბურგის და სხვა ქვეყნების ცნობილი უნივერსიტეტების ახალგაზრდა არქეოლოგები და მეცნიერები მონაწილეობდნენ. ვარძიის კონფერენციამ არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტს დაუდო საფუძველი.