შემთხვევა ვარძიაში

წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დღეს დილით, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. დაგორდა ლოდები. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით და მომხდარის შედეგად, ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.