არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის
ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის. ამის შესახებ ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლების შეხვედრის შემდეგ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ოჯახი პატრიარქთან ერთად საღამოს ლოცვასაც დაესწრო.