„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების დღემ ძირითადად კანონის დადგენილი წესების შესაბამისად ჩაიარა, თუმცა იყო დარღვევებიც, დაიწერა 161 საჩივარი, დარღვევები ძირითადად შეეხებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე ზეწოლას, დაფიქსირდა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები. როგორ ორგანიზაციაში აცხადებენ საჩივრები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ უბანზე სხვაობა არის მინიმალური, შესაძლოა, ამ საჩივრებმა არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინოს.