პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე ვაკის მოსახლეობას შეხვდა. ბექა ნაცვლიშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი განცხადებით, პროგრამის ძირითადი ნაწილი იმ უთანასწორობის შემცირებას ეთმობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
საარჩევნო პროგრამა სამართლიან საგადასახადო სისტემას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და უმუშევრობის დახმარების სისტემის ამოქმედებას ეხება. პროგრამა 19 ძირითად პუნქტს მოიცავს.