სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი საკუთარ გეგმებზე საუბრობს და ეკონომიკურ რევოლუციას აანონსებს.
ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
არჩევნების შედეგებმა ქვეყნის პარლამენტში პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა. ყოფილი მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ მოხვდა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციას „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა.