#არჩევნები2020 - მეორე ტური

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე 12 საათის მონაცემებით, ხმის უფლებით 177 462-მა ამომრჩეველმა ისარგებლა, რაც საერთო რაოდენობის 8.29 პროცენტია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილით უამინდობის გამო, დაგვიანდა რამდენიმე უბნის დროულად გახსნა. ეს უბნები მაღალმთიან რეგიონებშია.

ცესკო-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებს თამარ წიკლაური გაგვაცნობს.