„ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც დაესწრნენ. გივი მოდებაძემ სოლიდარობა გამოუცხადა მაღაროელებს და თქვა, რომ ჭიათურელთა პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ჭიათურის მოსახლეობას კი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც.