საკუთარი არჩევანი გააკეთეს ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა ჯარისკაცებმაც.
მაზარ-ი-შარიფისა და ბაგრამის ბაზებზე გახსნილ უბნებზე ხმა 875-მა სამხედრომ მისცა.
საპრეზიდენტო არჩევნები ცხელ წერტილში 25 ოქტომბერს გაიმართა. მეორე დღეს დალუქული ყუთები საქართველოში გამოიგზავნა.
კენჭისყრის პროცესს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.