სამართლიანმა არჩევნებმა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. მიხეილ ბენიძის განცხადებით, შედეგებმა ცხადყო, რომ მეორე ტური დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 38.5-სა და 39.5 პროცენტს შორის მერყეობს, ხოლო სალომე ზურაბიშვილის 37.6-სა და 38.5 პროცენტს შორის არის.
მიხეილ ბენიძის თქმით, ცდომილების გათვალისწინებით, შეუძლებელია ითქვას, რომელი კანდიდატია გასული პირველ ადგილზე.
სამართლიანმა არჩევნებმა ჯამში შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაცემები წარმოადგინა.