დაპირისპირება მოხდა სამგორში. ცივი იარაღით დაჭრილია 15 წლის მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სკოლიდან მოშორებით მოხდა. თავდამსხმელი დაკავებული არ არის. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებსაც ახლა პოლიციის სამმართველოში კითხავენ.