არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალის დამზადების ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან ნაწილს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. სამართალდამცავებმა ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალის წარდგენის პროცედურა სავარაუდოდ დღეს დასრულდება და ხვალ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
დაკავებულები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
დააფიქსირა თუ არა მედიასთან საკუთარი პოზიცია რომელიმეს ადვოკატმა, – ხათუნა გაგნიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.