არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო

თბილისის მასშტაბით არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ დანაშაულებს ახალი სამმართველო გამოიძიებს.

დედაქალაქის  პოლიციის დეპარტამენტში უკვე შექმნილია შესაბამისი განყოფილება, რომელიც  სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით არის დაკომპლექტებული. ახალ სამმართველოში ყველა საგამოძიებო მოქმედება მკაცრი მონიტორინგის პირობებში წარიმართება. გამოძიების პროცესში გადაცდომების თავიდან აცილების მიზნით დასაკითხ ოთახებში მოზარდებისა და დეტექტივ გამომძიებლების კომუნიკაციის აუდიო-ვიდეო ჩაწერა მოხდება. თბილისის შემდეგ არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება.

დატოვე კომენტარი