ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის ფარგლებში, სასამართლოში მოწმე მ.კ. დაიკითხა.
სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ საქმის სხდომები სრულად დახურა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. ხოლო დაცვის მხარის განცხადებით, აუცილებელია მოწმის ჩვენებების სამართლებრივი შეფასება და დასაყენებელია მათი სანდოობის საკითხი . საქმეზე შემდეგი სხდომა 31 ოქტომბერს 15:30-ზე ჩაინიშნა.
მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით მოახდინა ზემოქმედება და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოსთხოვა სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა.