საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო, 11 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კახა კუჭავას მათ საკუთარი ხედვები გააცნეს. არასაპარლამენტო ოპოზიცია წუხილს გამოთქვას, რომ ისინი არ არიან ჩართული საარჩევნო რეფორმის პროცესში და იმედი აქვთ, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე მათ წინადადებებს საარჩევნო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას გაითვალისწინებს. მათი საკანონმდებლო მოთხოვნები 12 პუნქტისგან შედგება. მათ შორისაა საარჩევნო ბლოკების დაშვება და ასევე ბარიერგადალახული პარტიებისთვის კვალიფიციური სტატუსის აღდგენა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის 50-პროცენტიანი ბარიერის შემოღება, ასევე ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესისა და დაფინანსების წესის ცვლილებები. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული საარჩევნო რეფორმა მმართველ პარტიაზეა მორგებული და ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობას.
მოამბე